ლაიდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ლაიდენის უნივერსიტეტი (ჰოლანდია) აცხადებს მაგისტრატურაზე სასწავლო სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის. 

სტიპენდიები გათვლილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონი სტუდენტებისთვის და მის მისაღებად აუცილებელია ჩააბაროთ ლაიდენის უნივერსიტეტის რომელიმე სასწავლო პროგრამაზე.

რაც შეეხება სტიპენდიებს, სწავლა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ. ნაწილობრივი დაფინანსების ოდენობა შეიძლება იყოს 10 000 ან 15 000 ევრო. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია ფაკულტეტზე.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ლაიდენის უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და შესაბამისად აუცილებელი მოთხოვნაა IELTS-ის სერტიფიკატის წარდგენა.

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ. 

სწავლა უმეტეს პროგრამებზე იწყება 2017 წლის თებერვლიდან.

სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა შეავსოთ ონლაინაპლიკაცია

აპლიაკციის შევსების დედლაინი 1 ოქტომბერი, 2016 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები