სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე სტუდენტთა რეგისტრაცია იწყება

აქტუალური

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე სტუდენტთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.

მათ, ვინც 2016 წლის 12 მარტის ჩათვლით მიმართეთ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადეთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 12 აპრილს 15:00 საათიდან და გაგრძელდება 21 აპრილის ჩათვლით 15:00 საათამდე.

რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საჯარო სამსახურში სტაჟირების ოფიციალურ გვერდზე.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 219 77 55

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები