ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში მოხალისე სტუდენტთა მიღება დაიწყო

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი აცხადებს მოხალისეების მიღებას პოლონური და/ან ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას. აღნიშნული პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესის მქონე განსხვავებული ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ მეცნიერებების შესწავლასა და შემეცნებაში.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პროექტში მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ მეცნიერების პოპულარიზაციას და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მოხალისეობა გულისხმობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების მარტივი ექსპერიმენტების პოლონურიდან/ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიდასტურებთ პროექტში მონაწილეობას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 აპრილი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ მოხალისეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები