სტაჟირება იურიდიული მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ახორციელებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგს. ორგანიზაცია ეძებს იურიდიული განათლების მქონე მოტივირებულ კანდიდატებს სასამართლო მონიტორინგის განსახორციელებლად.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი
ხანგრძლივობა: 3 თვე (აპრილი – ივნისი)
ხელმძღვანელი: მთავარი იურისტი

ძირითადი მოვალეობები:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დასწრება;
  • სხდომების მიმდინარეობის აღწერა დადგენილი ფორმების მიხედვით;
  • სხდომების შედეგების შეჯამება/განხილვა პროექტის ფარგლებში მომუშავე იურისტთა ჯგუფთან;
  • სხვა მოხალისეებთან მუშაობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • II, III ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სასამართლო სხდომებზე დასწრების ან სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება, ასევე ცოდნა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ მთავარ იურისტთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

სტაჟირების პროგრამა არ ანაზღაურდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უზრუნველყოფს ტრანსპორტირების და სხვა დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge (ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ “მონიტორი”).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 აპრილი.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები