დაფინანსება სტუდენტებს დანიაში სასწავლებლად

გაცვლითი პროგრამები

university college lillebaelt აცხადებს სწავლის დაფინანსებას სტუდენტებისთვის ოდენსეს კოლეჯში (ქალაქი ოდენსე, დანია). სტიპენდია სრულად აფინანსებს დანიაში სწავლის ერთ სემესტრს (4 თვე) და ასევე სტუდენტს საცხოვრებელი ხარჯებისთვის ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველ თვე გადაეცემა 6000 დანიური კრონი (დაახლოებით 800 ევრო). მიღება მიმდინარეობს შემდეგ სპეციალობებზე (დასახელებაზე დაკლიკვის შემთხვევასი იხილავთ სასწავლო პროგრამის აღწერილობას, კრედიტების მოცულობას და სწავლის ხანგრძლივობას):

სწავლების ენა ინგლისური და დანიური. ინგლისურად სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, სადაც ნაჩვენები იქნება უმაღლეს სასწავლებელში გავლილი ინგლისურის საათების რაოდენობა. ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ დოკუმენტები თუ გავლილი გაქვთ ინგლისურის კურსები ან გაქვთ საზღვაარგარეთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის გამოცდილება.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ინგლისურის ცოდნის შესამოწმებლად შესაძლებელია ორგანიზატორები დაგიკავშირდნენ სატელეფონო ინტერვიუსთვის. ოდენსეში სასწავლებლად აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. მშობლიურ ქვეყანაში სწავლობდეთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სპეციალობის მიმართულებით.
  2. გქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება
  3. ფლობდეთ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე.

პროგრამაზე ჩარიცხვა და სტიპენდიის მოპოვება ხდება ერთდროულად. ამისათვის უნდა წარმოადგინოთ:

  • CV
  • აპლიკაცია (იქვე იხილავთ შევსების ინსტურქციას)
  • ნიშნების ფურცელი (შეფასების სკალაც დაურთეთ)
  • ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში. დოკუმენტაციის წარდგენის დედლაინი 1 მაისი, 2016 წელი. დამატებითი ინფორმაიციისთვის გადადით ბმულზე ან კითხვები გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე international@ucl.dk

ასევე გაეცანით:

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის დაფინანსებით ბუდაპეშტში

კალიფორნიის უნივერიტეტის ინგლისურის უფასო კურსები სტუდენტებისთვის

სტიპენდიები გერმანიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად დაფინანსება ქართველ

სტუდენტებს ესტონეთში საზაფხულო პროგრამაზე სასწავლებლად

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები