სტუდენტური სტაჟირება ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევის განყოფილებაში

დასაქმება

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირებას საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტში, ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილებაში.

მოვალეობები:

  • საკანონმდებლო, ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ფულის ნიშნების დამზადების ტექნოლოგიებისა და დიზაინის თაობაზე საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციების მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
  • ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის კუთხით სხვა ცენტრალური ბანკების პოლიტიკის, პროცედურების, სამართლებრივი ნორმების, კანონმდებლობისა და გამოცდილების შესწავლა, არსებულ მდგომარეობასთან შედარება და საინტერესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით წინადადებების მომზადება.
  • საკოლექციო, საინვესტიციო მონეტების დამზადება-რეალიზაციის მიზნით ინფორმაციის მოძიება, სხვა ცენტრალური ბანკების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და საინტერესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით წინადადებების მომზადება.
  • მიმოქცევის ხარისხის მართვისა და ფულის ნიშნების დამუშავების სფეროს სრულყოფისათვის კონკრეტული ინსტრუმენტების დანერგვასა და რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ლარის ბანკნოტებთან და მონეტებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მოკვლევისათვის ახალი იდეებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი ტექნიკური მეცნიერებების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გამართულად წერის უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მოტივაცია
  • პრეზენტაციის წარმართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურების გარეშე).

კონკურსის ფორმა:

I ეტაპი – ტესტი ინგლისურ ენაში
II ეტაპი – გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, ქვენი რეზიუმე უნდა გააგზავნოთ 1 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbg.gov.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები