საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების პროგრამას შემოქმედებითი და გამოწვევების მოყვარული სტუდენტებისათვის მომხმარებლის უფლებების დაცვის განყოფილებაში. წარმატებულ კანდიდატს საშუალება მიეცემა, იზრუნოს საქართველოში ფინანსური პროდუქტების განვითარებაზე და მათ მილიონობით მომხმარებელზე. მისი მიზანი იქნება საქართველოს ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერების დაცვა და განმტკიცება, პროდუქტების გამჭვირვალობის ზრდა, მომხმარებელთა სასიკეთოდ კონკურენციის წახალისება, ფინანსური და რისკების მართვის განათლების ხელისშეწყობა.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მოვალეობები:
- საგანმანათლებლო ვიდეორგოლების სიუჟეტის მოფიქრებასა და შინაარსის მიხედვით ვიზუალური მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგ., ნახატ ანიმაციას);
- საგანმანათლებლო ვიდეო-მასალის კუთხით საერთაშორისო ბაზარზე არსებული საინტერესო პრაქტიკისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი (სახვითი ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ანიმაციის, ციფრული მედიის, რეჟისურის ან სხვა დაკავშირებული მიმართულებით)
- ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე
- გრაფიკული და/ან სამონტაჟო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- შემოქმედებითობა, მოტივაცია, ცოდნის გაუმჯობესების და ახალი მასალის შესწავლის უნარი;
- პასუხისმგებლობლობის გრძნობა, დაგეგმვის და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატებმა აპლიკაციას უნდა დაურთონ საკუთარი ნამუშევრების ასლები (მაგ., პოსტერი, მოკლე ვიდეორგოლი, ანიმაცია, ა.შ.) – მაქსიმუმ 3.
სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვე (ანაზღაურების გარეშე). სტაჟირების დასრულებისას წარმატებული მონაწილისთვის არის დასაქმების შესაძლებლობა.
კონკურსის ფორმა: გასაუბრება. განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 4 აპრილი.
აპლიკაციები უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ “სტაჟირება მომხმარებლის უფლებების დაცვის განყოფილებაში”.