რატომ უნდა წავიკითხო ვოინიჩის – “კრაზანა”

ლიტერატურული გვერდი

140px-Voynich_Ethel_Lilian7153

ეტელ ლილიან ვოინიჩი ირლანდიელი მწერალი, კომპოზიტორი და რევოლუციონერი ქალია, რომელიც 1864 წლის 11 მაისს დაიბადა. ლილიანი ყველაზე მეტად ცნობილია რომანით „კრაზანა“, რომელიც პირველად 1897 წლის ივნისში აშშ-ში გამოქვეყნდა. ვოინიჩის გარდაცვალებამდე (1960), სსრკ-ში წიგნის 2 500 000 ეგზემპლარი იყო გაყიდული, 1928 წელს კი, საბჭოთა საქართველოში, კოტე მარჯანიშვილის რეჟისორობით გადაიღეს ფილმი „კრაზანა“.

გთავაზობთ რამდენიმე ციტატას წიგნიდან:

✴ “ჩვენს მოქმედებაში არასოდეს არ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმისდა მიხედვით, ვუყვარვართ ჩვენ თუ არა სხვებს”.

✴ “როცა ადამიანები მოინდომებენ, თავისუფლები გახდნენ, განა მაშინ შესაძლებელია, ვინმემ დაიმონოს ისინი”?!

✴ “თუ ახალგაზრდებს პატივისცემით მოვეპყრობით, ისინი აღარ მიაყენებნ უფროსებს ზედმეტ დავიდარაბას. მშვიდი ცხენიც დაიწყებს წიხლების სროლას, თუ ყოველ წუთში მოქაჩეს ლაგამი”.

✴ “ცხოვრება, ეტყობა, ყველგან ერთნაირი ყოფილა: სიბინძურე, საძაგლობა, სამარცხვინო საიდუმლოება, ბნელი ჩახვეულ-მოხვეულები, მაგრამ ცხოვრებაა და საჭიროა, ყველაფერი გამოგლიჯო მას, რაც შესაძლებელია”.

✴ “თუ ადამიანს არ სურს მტრები გაიჩინოს, მაშინ ხელი უნდა აიღოს პოლიტიკური სატირის წერაზე”.

✴ “ქვეყანაზე არ არსებობს ისეთი საშუალება, რომ ადამიანმა შეცვალოს ის, რაც ერთხელ ჩაიდინა და ამიტომ არ ღირს ფიქრი ძველი დანაშაულის შესახებ”.

✴ “წარსული სიკვდილს ეკუთვნის, შენ კი – მომავალი”.

✴ “ცოცხალი ვარ და კუდს ვაქნევ – კუდს ვაქნევ უკანასკნელად… ხვალ დილით კი Finita La Comedia”. 

ფოტოები კოტე მარჯანიშვილის ფილმიდან “კრაზანა”:

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

p1040787e183afe18394e1839be18390-e28093-e18399e183a0e18390e18396e18390e1839ce18390-1928 e1839ce18390e183a2e1839d-e18395e18390e183a9e1839ce18390e183abe18394-e18399e183a0e18390e18396e18390e1839ce18390-e183a0e18394e1839f e1839ce18390e183a2e1839d-e18395e18390e183a9e1839ce18390e183abe18394-e18399e183a0e18390e18396e18390e1839ce18390-e183a0e18394e1839f1

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები