სტუდენტებს სწავლას ჰაიდელბერგცემენტი დაუფინანსებს

კონკურსები

ჰაიდელბერგცემენტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსების სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური სფეროს სტუდენტების მოტივირებასა და მათ შემდგომ დასაქმებას ჰაიდელბერგცემენტის ქარხნებში.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

სტიპენდიის პერიოდი, საფასური და სეგმენტი:

  • სტიპენდია სრულად ფარავს ერთი ან ორი წლის სწავლის საფასურს, რომელიც პირდაპირ გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე.
  • ბაკალავრის სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას მესამე და მეოთხე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის და მაგისტრატურის სტუდენტები მეორე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.
  • იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის II – III კურსის და მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ სპეციალობებზე:

  • ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • მართვის ავტომატიზირებული სისტემები (პროგრამული ინჟინერია);
  • ცემენტის ტექნოლოგია;
  • სამთო-გეოლოგია;
  • სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA 3.2 (4.0 შკალიანი შეფასებიდან) ან საშუალოდ ქულების 85% და მეტი ყველა საგანში;
  • ფლობენ ინგლისურ ენას საშუალო დონეზე

დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა სასწავლებლიდან;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  • ერთი სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაცია;
  • სამოტივაციო წერილი
  • 2 სარეკომენდაციო წერილი

კანდიდატთა შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. ჰაიდელბერგცემენტი პასუხისმგებლობას იღებს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე და მისი განხილვა მოხდება მხოლოდ ჰაიდელბერგცემენტის შერჩევის კომისიის მიერ.

შერჩევის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:

  1. საბუთების წარდგენა; 
  2. პროფესიული ცოდნის შემოწმება;
  3. გასაუბრება

კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისში დახურულ კონვერტში წარწერით “სტიპენდია მომავალი ინჟინრებისათვის” (მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4) ან გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: [email protected]

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ტელეფონზე: +995 32 474747

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები