განათლების სამინისტროს შეთავაზება თსუ-ის სტუდენტებს

სტუდენტური ცხოვრება

განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხების განსახილველად, ხვალ 15:00 საათზე მოსალაპარაკებელ მაგიდასთან იწვევს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

   ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

“ძვირფასო სტუდენტებო, ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მზაობა, დავიწყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეარჩიოთ თქვენი წარმომადგენლები და მობრძანდეთ ხვალ, 23 მარტს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შევთანხმდებით ყველა იმ თემაზე, რაზეც მომავალში ინტენსიურ მუშაობას დავიწყებთ”.

საკონტაქტო პირი: ნატა ასათიანი 599290099; ნათია პაპავა 577173325;

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები