თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გოგსაძემ აკადემიური გიორგი გოგსაძემ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დატოვა.
“წამოვედი იმიტომ, რომ სურველი აღარ მაქვს გავაგრძელო მუშაობა აკადემიურ საბჭოში. რადგან ვთვლი, რომ ვერ მოვახერხებ იმის რეალიზაციას რაც მინდა. ჩემს თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩემი დანაშაულიც არის იმაში, რომ აკადემიური საბჭო თავიდან პასიური იყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არასწორი შეფასებები კეთდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, არასწორი აქცენტები იყო დასმული, ნაწილი სტუდენტების გამოვიყვანეთ გმირებად, ნაწილი გამოვიყვანეთ ზონდერებად და ქურდებად, რაც დაუშვებელია. უნივერსიტეტი უნდა იყოს ერთიანი. ამ ერთიანობას ხელი უნდა შეეუწყოს, როცა ეს არ ხდება, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე”, – განუცხადა გოგსაძემ “ლიბერალს”.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
შეგახსენებთ, რომ აკადემიური საბჭო 16 მარტს კიდევ ერთმა წევრმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ დატოვა. “მე ვდგები დღეს იქ, სადაც არასოდეს არ მოხდება სტუდენტების გაყოფა, ეს არის აუდიტორია. მე იქ შევალ და წავიკითხავ ლექციას როგორც პროფესორი და არა აკადემიური საბჭოს წევრი”, – განაცხადა მან.