სამინისტრო: თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ კანონი დაარღვია

სტუდენტური ცხოვრება

“ლიბერალის” ინფორმაციით, ოქმი, რომლის თანახმადაც,  თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით თსუ-მ ბათილად უნდა ცნოს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

აღნიშნული ოქმის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც იოსებ არჩვაძემ (აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა) კანდიდატურა მოხსნა, უნდა გამოცხადებულიყო კანცლერის ახალი კონკურსი, რის ნაცვლადაც, აკადემიურმა საბჭომ კანცლერობის კანდიდატი ძველი კონკურსის ფარგლებში დარჩენილი კანდიდატებიდან შეარჩია.

აღნიშნული დასკვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თსუ-ის ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მიიღო. აუდიტის დასკვნა უნივერსიტეტს 16 მარტს გადაეგზავნა.

ამონარიდი განათლების აუდიტის სამსახურის დასკვნიდან:

“გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას კენჭი ეყარა და იგი წარდგენილ იქნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კონკურის გარეშე, რითაც დაირღვა “უმაღლესი განათლების” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135 /ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები