„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”
საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” – მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია გაიმართება თბილისში, 3 და 4 ივნისს, 2016 წელსა და მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ადამიანის უფლებები და მედია;
- ჟურნალისტის უფლებები;
- სასამართლო და მედია;
- მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
- დანაშაული და მედია;
- სენსაცია და ადამიანის უფლებები;
- არჩევნები და მედია;
- გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
- გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
- ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
- საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
- გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
- კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
- სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები და სხვა.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: [email protected]
- მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
- სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87, [email protected]