ქართველმა სტუდენტებმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპზე გაიმარჯვეს

საინტერესო ფაქტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებით შემდგარმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაფ Jacobs Startup Competition-ზე პირველი ადგილი მოიპოვა.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტუდენტებმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით – “ინტერაქტიული ხელთათმანი” წარადგინა. ჟიურიმ მსოფლიოს მასშტაბით მონაწილე სტუდენტთა გუნდებს შორის გამარჯვებულად სწორედ ქართველი სტუდენტები დაასახელა და პირველი ადგილი მიანიჭეს.

ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპი ყოველ წელს იმართება. სტარტაფში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ – როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა.

წელს, კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი InGlove ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ, საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად.

გამარჯვებული სტუდენტები არიან:

გიორგი მეშველიანი – თსუ;
დიმიტრი ცხოვრებაძე – თავისუფალი უნივერსიტეტი;
გიორგი გაბარაშვილი – აგრარული უნივერსიტეტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები