თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები მიმართვას ავრცელებენ

სტუდენტური ცხოვრება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. დღეს პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და აღნიშნეს, რომ მიმდინარე მოვლენებში აუცილებელია მათი ჩართულობა. შეხვედრაზე პროფესორ-მასწავლებლებმა წარადგინეს მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ დაპირისპირებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია:

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

“ამ სიტუაციაში დაუშვებლად მიგვაჩნია რექტორის გადადგომა. ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართალია და ვინ – მტყუანი, რამ მიგვიყვანა ასეთ დაპირისპირებამდე. ჩვენც მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში ბევრი პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს. ასე, რომ გარკვეული ცვლილებებია შესატანი განათლების კანონში და შესაბამისად, უნივერსიტეტის წესდებაში. ყველა პრობლემა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგის გზით შეიძლება გადაწყდეს. უნივერსიტეტი ხომ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობაა. დაპირისპირებულ მხარეებს მოგიწოდებთ კონსენსუსისკენ და გთავაზობთ დიალოგის დაწყებას”, – აღნიშნულია პროფესორ-მასწავლებლების მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რექტორის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით გუშინ შიმშილობა გამოაცხადეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორებმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები