სტუდნტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115“ თსუ-ის პირველი კორპუსი დატოვა

უნივერსიტეტების სიახლეები

სტუდნტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დატოვა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ განთავსებული.

როგორც “აუდიტორია 115” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, “აუდიტორია 115”-ის მიერ დაყენებული სამივე საკითხი დაკმაყოფილებულია, რომელიც შეეხებოდა კანცლერობის კანდიდატის მოხსნას, უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირებას და “ოდეერების” სისტემის გაუქმებას.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

მისივე თქმით, “აუდიტორია 115”-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზნით, რომ აღდგეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო რეჟიმი.

“აუდიტორია 115″ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. ჩვენს მიერ დაყენებული სამივე საკითხი დაკმაყოფილებულია. ეს ეხება კანცლერობის კანდიდატის მოხსნას, რომელიც რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ დაკმაყოფილდა. დანარჩენი ორი საკითხი არის გრძელვადიანი, რომლებიც ეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირებას და ოდეერებისგან უნივერსიტეტის გათავისუფლებას. რასთან დაკავშირებითაც განათლების სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ უნივერსიტეტს ვტოვებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღდგეს სასწავლო პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

“აუდიტორია 115-ის” წევრებმა უნივერსიტეტის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს მიღებული მანიფესტი უკვე გააცნეს.

“ვტოვებთ 115-ე აუდიტორიას და ვწყვეტთ ღამის თენების რეჟიმს. 16 მარტი, მანიფესტი ნომერი 115,  დღეს    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ვაარსებთ მოძრაობას აუდიტორია 115 რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნმდამეტური ნაწილი გახდება.  აუდიტორია 115 შექმნის ივანე ჯავახიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს, რომელშიც იქნებიან წარმოდგელინნი სტუდენტები და ლექტორები. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას. ჩვენი მოთხოვნაა მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა და მისი არჩევის წესის რეორგანიზაცია“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

“აუდიტორია N115”-ის წევრების ინფორმაციით, 19 მარტს, 18:00 საათზე ისინი ისევ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ. თუ მათი მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ.

12094844_10153370156757233_2984295580591375522_o

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები