თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მარიამ გერსამია გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის იმპიჩმენტი განიხილა, უარყო, რის შესახებაც თავის ფეისბუქ გვერდზე განაცხადა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“მიზანშეწონილია დავაზუსტო რამდენიმე დეტალი დღევანდელი საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე:
1. აკადემიურ საბჭოს დღეს არ განუხილავს რექტორის იმპიჩმენტის საკითხი; უფრო მეტიც, სხდომა დაიწყო იმით, რომ საბჭოს წევრებმა (მათ შორის მეც) განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ იმპიჩმენტის დაყენებას და სამწუხაროა, რომ ამგვარი ინფორმაცია არასანდო წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა; 2. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ერთ-ერთი პროფესორის განცხადება, თითქოს ამ საკითხზე გაიმართა კენჭისყრა, ხმების გადანაწილებაც კი ითქვა! არანაირი კენჭისყრა რექტორის გადადგომაზე არ ყოფილა!
რექტორი დაახლოებით 9 საათზე გავიდა მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად, რის შემდეგაც დატოვა შენობა. აკადემიური საბჭოს წევრებმა მოგვიანებით ასევე დავტოვეთ შენობა.
გთხოვთ, გაავრცელოთ დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია” – წერს მარიამ გერსამია.