ვანო გორგიშვილი – ქართველი სტუდენტი ესპანეთიდან

აქტუალური

ვანო გორგიშვილი ამჟამად ესპანეთში, ქალაქ სიუდადრეალში, კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობს. საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მან თბილისში, რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარა და საზღვარგარეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროექტით, ERASMUS+ პგოგრამით წავიდა.

b23645fd-1b2c-466c-95f9-42e990872083იგი ბიზნესითაა დაინტერესებული (საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია) და ფიქრობს, რომ კარგი მარკეტინგული გათვლებით, ბიზნესისა და ფილოლოგიის საინტერესო სინთეზს შექმნის. სწავლა და ტურისტობა ერთად შესანიშნავად გამოსდის. მისი ესპანეთში მოგზაურობისა და სტუდენტობის შესახებ, უფრო დაწვრილებით, ინტერვიუდან შეიტყობთ:

როდის მიიღე წასვლის გადაწყვეტილება და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი არჩევანით?

ამ პროგრამაში მონაწილეობა მიზნად რამდენიმე წლის წინ დავისახე. მოვინდომე და შევძელი კიდეც. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ილიაშიც უფასო ფაკულტეტზე ვსწავლობ და აქაც დაფინანსებით ვარ. კარგი შესაძლებლობაა ნამდვილად.

რა განსხვავებას ხედავ საქართველოსა და ესპანეთის უმაღლესი განათლების სისტემებს შორის, რომელია შენთვის უფრო მისაღები და რატომ?

რა თქმა უნდა, ესპანეთზე მაღალი დონის განათლება ევროპის ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ საქართველოსთან შედარებაც არაა. საქართველოში, თითქოს, მოვალეობის მოხდის მიზნით ასწავლის ლექტორიც და სწავლობს სტუდენტიც. ესპანეთში თავისი პროფესიის მიმართ მეტი ინტერესი აქვთ. სწავლისადმი მიდგომა, განათლების დონე ხომ კიდევ სხვა თემაა.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სად ცხოვრობ, როგორია შენი დღის რეჟიმი და რამდენად დატვირთული სალექციო გრაფიკი გაქვს?

10687285_1122352631122858_6639743194996906751_oამჟამად, ქალაქ სიუდედრეალში ვცხოვრობ, დედაქალაქ მადრიდიდან 200 კმ-ში. უნივერსიტეტიდან 15 წუთის სავალზე ვარ. კვირაში თითო საგანს 3 ლექცია აქვს. ყველა სამუშაო დღე დაკავებული მაქვს. საშუალოდ, დილის 9 დან 1-2-საათამდე უნივერსიტეტში ვარ. ERASMUS-ის მოწოდება ჯანსაღი ცხოვრებაა და უნივერსიტეტის ფიზიკური ვარჯიშის დარბაზშიც დავდივარ ყოველ დღე. საღამოობით კი, მეგობრებთან ერთად, ქუჩაში ვსეირნობ, ბარებსა თუ კლუბებში დავდივართ, სხვა ERASMUS-ელ მეგობრებს სახლში ვსტუმრობ, ან ვმეცადინეობთ და სხვა.

რომელი საგანს, ან სწავლების მეთოდს გამოარჩევდი შენი პროგრამიდან?

ჩემი სასწავლო საგნებიდან – ინგლისურს კომერციისთვს – გამოვარჩევდი. ახლოს დგას ჩემს გატაცებებთან. ბიზნესს რაც უკავშირდება, ყველა საჭირო ასპექტს განვიხილავთ ინგლისურად.

თუ დაინახე განსხვავება ევროპელ და ქართველ სტუდენტს შორის და კონკრეტულად რა?

ევროპელი სტუდენტები საქმეზე ორიენტირებულნიც არიან და გართობისთვისაც, აქვთ ცალკე გამოყოფილი დრო. ქართველები, შედარებით, უთავბოლოები ვართ.

როგორი იყო შენი მოლოდინი და ახლა უკვე, როგორია შენი შთაბეჭდილებები საზგვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებით?

მოლოდინი თითქმის ასეთი მქონდა, – ველოდი ესპანეთისგან მზეს, როგორც ბუნებისგან, ისე ხალხისგან და გამიმართლდა კიდეც. კონტაქტური და ლაღი ხალხია. სიცოცხლე სიამოვნებთ და ამას თითოეულში იგრძნობ, მაღაზიაში, გამყიდველშიც კი.

სწავლის გარდა, ესპანეთში კიდევ რით ხარ დაკავებული?

მოგზაურობებით. მიზნად მაქვს დასახული, რომ ზაფხულამდე ესპანეთის ყველა ქალაქი ვნახო. ზაფხულში კი ევროპაში მინდა ვიმოგზაურო.

რა გეგმები გაქვს დაბრუნების შემდეგ?

უკეთეს ფოტო-კამერას ვიყიდი და უკეთესი ხარისხის სურათებს გადავიღებ უამრავ ლაშქრობაში. შემოდგომაზე, ალბათ, აზიაში წავალ სამოგზაუროდ…

12806083_1122357574455697_5921393675216826082_nმოამზადა: ნათია ზარიძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები