თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტთა ორი სხვადასხვა ჯგუფია შეკრებილი. აქ შეკრებილი ადამიანები ორად არიან გაყოფილები. ერთი ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტის კიბეებისკენაა განლაგებული გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს, მეორე ნაწილი კი რომელიც კიბეების ქვემოთაა შეკრებილი, ითხოვს, ჩატარდეს სენატის სხომა და გადაწყვეტილება სწორედ სენატმა მიიღოს.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტუდენტთა ამ ორ ჯგუფს შორის, ერთგვარი, ბარიერი აქვს გაკეთებული უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს. როგორც studinfo.ge-ისთვის გახდა ცნობილი, აქციაზე მისვლას გეგმავს კახა კოჟორაძე. ამ ატაპზე კი, იმ სტუდენტთა ნაწილს, რომლებიც გიორგი გაფრინაშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ, შეუერთდნენ სტუდენტები და ლექტორები სამხატვრო, თეატრალური და კავკასიის უნივერსიტეტებიდან.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი