თსუ-ის რექტორი სტუდენტების აქციას დილიდან ესწრება: – მე ვარ სტუდეტთა ორივე მხარე, სწორედ ამიტომ ვდგავარ ამ ორი აქციის გამყოფ ხაზთან – ასე გამოეხმაურა ლადო პაპავა სტუდენტთა ორი სხვადასხვა ჯგუფის აქციას.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“თუ გაფრინდაშვილი არ მოხსნის კანდიდატურას, უნდა გაიმართოს მაშინ სენატის სხდომა. თუ საჭირო იქნება, სტუდენტებს სიტყვით მივმართო, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. რექტორის მოვალეობაა სტუდენტებთან დგომა. სწორედ ამიტომ ვდგავარ გამყოფ ხაზთან” – განაცხადა რექტორმა.
ასე გამოიყურება სტუდენტების ორი მხარე ერთ ეზოში: