თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს თავის ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება თსუ-ის ჟრნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე და პროფესორებს მოუწოდებს, არ დაუშვან სტუდენტების დაპირისპირება. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ცუდი, ცუდი, ცუდი ამბებით, ნეგატიური კონტექსტითა და ღვარძლიანი კომენტარებით გაივსო ნიუსფიდი… მგონი, ამოგვეწურა დადებითის გენერირების ლიმიტი. ნორმად იქცა დაცინვა, ცინიზმი, სისასტიკე. აღარ ვიცი, დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში?! მგონი, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. მე მაშინებს ხვალინდელი დღე: მაშინებს სტუდენტთა გახლეჩილობა, მოსალოდნელი პროვოკაციები, შესაძლო დაპირისპირება… უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ, თუკი ხვალ ჩვენი სტუდენტების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე უფროსები დავდგებით.
P.S. შეგნებულად ვიკავებ თავს პირადი მოსაზრებების/ემოციების გამოხატვისგან. უცნაურად შემობრუნდა ვითარება. დროის პერსპექტივა საჭიროა მოვლენების სწორი აღქმისთვის. ცრუ მედიამ თავი გაიყიდა, მსხვერპლი თავდამსხმელად მოგვევლინა, დაანონსებული სუსი თუ ოდეერი ჩვენ გვერდით მართლაც თარეშობს, სტუდენტები კი იქ დადგნენ, სადაც უნდა იყვნენ კიდეც. დიახ, მე მხარეს წარმოვადგენ. ვემხრობი არა აბსტრაქტულ იდეებს, არამედ სრულიად ხელჩასაჭიდ რეალობას: სტუდენტებს! ხვალ მათ ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.
მეგობრებო, კოლეგებო, პროფესორებო, მოგიწოდებთ, არ დავტოვოთ ჩვენი ახალგაზრდები, აღვკვეთოთ გათიშულობა! ჩვენ ვიყოთ გარანტი, რომ დაპირისპირება არ მოხდება! ჯერ კიდევ გვაქვს დრო…”, – წერს ნინო ჭალაგანიძე.
ასევე, ფეისბუქ სტატუსით ეხმიანება დაანონსებულ აქციებს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ დოლბაია:
” ძვირფასო მეგობრებო, უნივერსიტეტისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში მოგმართავთ, გამოვიჩინოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება და არ დავუშვათ დაპირისპირება საუნივერსიტეტო საზოგადოებაში!
ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, მოვუწოდებ დაიცვას უნივერსიტეტის ინტერესები, მისი ერთიანობა და იმოქმედოს სამართლებრივი და მორალური ჩარჩოს ფარგლებში!
მოვუხმოთ გონიერებას, ფხიზლად განვჭვრიტოთ მოვლენები და ვიყოთ ერთგული უნივერსიტეტის იდეის, რამეთუ მხოლოდ “უნივერსიტეტისთვის ღვწა და ფიქრია” მარადიული ყველა დროში!
მე ერთგული ვარ უნივერსიტეტის იდეისა და თითოეული ჩემი სტუდენტის!
დავდგეთ იქ სადაც სიმართლეა!” – წერს თამარ დოლბაია.
დეკანის სიტყვებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. გთავაზობთ თსუ-ის სოციალური დაპოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის თავჯდმარე ტატო ირემაძის სტატუსს: