თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, -“აუდიტორია 115”-ის წევრებმა პრესკომფერენცია გამართეს. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მიმართეს, რომ საჭიროა, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღოს.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე, განათლების მინისტრს, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე აიღონ პასუხიმგებლობა, რადგან დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს სიტუაციის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას”, – განაცხადა “აუდიტორია 115”-ის წევრმა ანა კამლაძემ.
სტუდენტები მოითხოვენ, რომ გამოძიებულ იქნას სტუდენტების დაპირისპირების ფაქტი, რომელიც ასახულია უნივერსიტეტის სათვალთვალო ვიდეოკამერებში. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.