სტუდენტური ნაშრომების კონკურსი – „ჩემი რუსთაველი“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
2016 წელს საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, აღნიშნავს შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია, კიდევ ერთხელ, გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები და დღევანდელობას დაუკავშიროს „ვეფხისტყაოსანში“ განხილული ზოგადსაკაცობრიო საკითხები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების განვითარებას უკავშირდება – პიროვნულობა, თანასწორობა, მეგობრობა, ქალისა და კაცის ურთიერთობა როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კონკურსის მონაწილეები ახლებურად გაიაზრებენ ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.
მეტი ინფორმაციისათვის სტუდენტური ნაშრომების კონკურსის შესახებ, გაეცანით კონკურსის განცხადებას.