გიდის ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

ტურისტული კომპანია “JEN TOUR” აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
კომპანია დაასაქმებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და რუსულენოვან გიდებს. შესაძლებელია, აღნიშნულ ვაკანსიებზე მსურველების გადამზადებაც.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“JEN TOUR”-ი ვაკანსიას აცხადებს:

  • ინგლისურენოვანი
  • რუსულენოვანი
  • გერმანულენოვანი
  • ესპანურენოვანი
  • ფრანგულენოვანი ადამიანებისთვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ჩამოთვლილი ენების სრულყოფილი ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა
  • ჯგუფური მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

გადამზადების მსურველთათვის ჩატარდება ტრენინგებიც. ტრენინგი მოიცავს საქართველოს ყველა ტურისტულად აქტიური რეგიონის სწავლებას, გიდის უნარ-ჩვევებს და ერთ ექსკურსიას თბილისის მასშტაბით. წარჩინებული გიდები დასაქმდებიან კომპანიაში ან მათი მონაცემები დაიგზავნება 200 ტურისტულ კომპანიაში.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად უნდა გააგზავნონ მეილზე: jentour@gmail.com. განცხადების გადაგზავნის ბოლო ვადაა 15 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები