ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად.
კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხ. ჩამონათვალი: http://www.eufilm.ge/#!2016–/c7zu).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე).
გამოვლინდება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს. საპრიზო თანხა 50 ევროა.
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]. პოსტერების გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.eufilm.ge/