სტუდენტი ანუ თუთიყუში

სტუდენტური ცხოვრება

არის! ასრულდა ოცნება!… არის! ასრულდა მიზანი შემდეგი: – ამ სემესტრში გასავლელი ყველა საგანი ცხრილშია დამატებული. ვხსნი ბაზას, ვუყურებ ცხრილს, ვითვლი საათებს. დავითვალე მხოლოდ სასწავლო საათები და ტრანსპორტირების დრო ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე და მაშინვე მომინდა, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს უსიამოვნო განცდა. რაღა თქმა უნდა, გადავედი ჩემს ფეისბუქ გვერდზე და მომენტალურად დავწერე სტატუსი:

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

“კვირაში 20 სალექციო საათი (ამ სემესტრში), ამას დამატებული 8 საათი მხოლოდ გზა. სტუდენტობა არის ყველაზე დიდი დროისკარგვა. 4 წელი unsure ემოცია + feeling დათრგუნულია “.
მიზანი ასრულებული, ემოცია გაზიარებულია. ახლა დარჩა თავის ხელში აყვანა და მოთმინება, მოთმინება, მო-თმი-ნე-ბა…

ნეტავ, რას იფიქრებთ ჩემზე, როცა ამას წაიკითხავთ. უმეტესობა გაიზიარებთ, კი არა და , ვიცი, თქვენთვისაც საკუთარი მობილური ტელეფონივით ახლობელია ეს გრძნობა. მაგრამ მათ, ვინც უსაქმურად ჩამთვლის, იფიქრებს, რომ ამას წერს ტვინცარიელი, ცანცარა გოგო. მოკლედ გეტყვით: არ ვტრაბახობ!

1. ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა.

2. 100%იანი გრანტი მოვიპოვე ეროვნულებზე.

“მგონი”, მეტს ვეღარაფერს გავაკეთებდი სტუდენტობამდე. 🙂 ახლა, ცოტა სერიოზულად შევხედოთ ამ საკითხს და მე ვერ ავცდები სიღრმეებს! როგორც სტუდენტი, დამწყები ჟურნალისტი, ვთვლი, რომ 4 წელი ახალგაზრდას უნივერსიტეტში გამოკეტვა დანაშაულია! ყოველ დღე (დღეში ორჯერაც), შეიძლება მოგიწიოს ერთიდაიმავე გზის გავლა და მოძრაობა როგორ რეგულირდება ჩვენს ქალაქში (თბილისში), ყველამ კარგად ვიცით, ეს კიდევ სხვა თემაა.

4 წელი გადიხარ საგნებს, რომლის უმეტესობა ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შინაარსით (სპეციალობის საგნები) და ძალიან დამღლელი, უინტერესოა, ერთიდაიმავე წინადადებების კითხვა სხვადასხვა სახელმძრვანელოებში და ყოველ შეხვედრაზე ლექტორის აკვიატებული ფრაზების მოსმენა. თუთიყუშს არაფერს ვერჩი, მაგრამ არ მინდა თუთიყუშობა, ღმერთმა მოაზროვნე არსებად შემქმნა.

გვიშენებენ უზარმაზარ გალიებს (უნივერსიტეტის შენობებს), მერე გვიყრიან “მშრალ” საკვებს (ელემენტარულ ინფრასტრუქტურას), და თუ რომელიმეს მაღალ სტანდარტებზე აქვს პრეტენზია, რაციონში ხილი და ბოსტნეული (სასწავლო ლაბორატორიები) შეაქვს. იმხელა დროს ატარებ ამ სივრცეში (გალიაში), ფრენა გავიწყდება.

მე გამუდმებით ვგრძნობ, რომ სისტემა, რომელშიც წესით უნდა განვითარდე გონებასა და ფრთებს მისუსტებს. დიახ, ისეთი ჭკვიანი ვიყავი აბიტურიენტი, იმდენი ქვეყნის ისტორია ვიცოდი, ისეთი მშვიდი, უდარდელი ვიყავი, მეგონა სამყაროს შემოვუფრენდი, მაგრამ შევაბიჯე რა საკუთარი ნებით ამ გალიაში, ოცნება ტროპიკულ ქვეყნებში მოხვედრაზე დასრულდა. მეუბნებოდა ბიძაჩემი, – შვილო, რატომ ყრი ფულს, რატომ ამდიდრებ ვიღაცას?! უნივერსიტეტი არ არის საჭირო, წაიკითხე ინტერნეტში და ყველაფერს გაიგებ რაც გჭირდება და იმის მოლოდინიც ნუ გექნება, რომ იქ ვინმე “ხეზე ცოცვას” გასწავლისო. – თუკი, ვინმეს საპირისპირო აზრი აქვს, გვეკამათეთ, რადგან ამ სიტყვებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიჩნევ.

მე ახლა ამ ბლოგით შემიძლია ცოტახნით დავივიწყო თავში გამოცდისთვის ჩატენილი ხარახურა,და აქედანვე ბოლო ხმაზე მინდა ვიყვირო, – უნივერსიტეტი არის გალია და მე ვარ სტუდენტი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გადააქცევთ თუთიყუშად!

და ბოლოს, ეს პრობლემა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთი სტუდენტი, ერთი უნივერსიტეტი ან ერთი ქვეყანა!!! მოვა დრო და ამ ცვლილებამდეც მივალთ, როცა ასეთი უმარლესი ვითომ სასწავლებლები, სინამდვილეში კი კონკრეტული ადამიანებისა თუ სახელმწიფო ბიზნესები აღარ იარსებსბს.

P.S. ამით მე გამოვხატე საკუთარი თავისუფალი აზრი და ეს არ ეხება ყველა უნივერსიტეტს, მის რექტორსა და იქ დასაქმებულ პროფესურას თითოეულს თანაბრად. ბუნებრივია!

ავტორი: ნათია ზარიძე

იხილეთ ასევე: მე და ბოლოს მორალი

და, იქნებ თქვენც გყავთ თქვენი ძია საშა…

სტუდენტობამ არაფერი მოგვცა, ეს ჩვენ მივეცით სტუდენტობას

როგორ შეიქმნა სტუდენტი

თვითაღიარებული სექს გურუს 10 რჩევა

სად ერეკლე და სად სტუდენტობა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები