„ლაივპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას აპირებს:
„მთავრობის დღეცვადელ სხდომაზე განვიხილეთ სტიპენდიების დაწესების საკითხი. აღნიშნულ დადგენილებაში შევიტანეთ მცირეოდენი ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. დავაზუსტეთ, რომ სტიპენდიები დაწესდება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის“, – განაცხადა ოთარ გარმელიამ.
მისივე ცნობით, სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო მასალები აფხაზეთის ისტორიასა და კულტურაზე.
☼ გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„მაგალითად, შეუძლიათ მოამზადონ ნარკვევები არზაყან ემუხვარზე, ან ჟიული შარტავაზე. ძალიან საინტერესო იქნება მათი ხედვა ჩვენს უახლეს ისტირიაზე“, – განაცხადა მთავრობის აპარატის უფროსმა. მისივე ინფორმაციით, წარმატებული სტუდენტისთვის ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობის სტიპენდია ახალი სასწავლო წლიდან დაინიშნება.