საზაფხულო სკოლა დაფინანსებით ბუდაპეშტში

აქტუალური

The Tom Lantos Institute (TLI), the National University of Public Service (NUPS) the Middlesex University London-თან (MU) თანამშრომლობით და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭრით 2016 წლის ივლისში ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ბუდაპეშტში, (უნგერთი).

საზაფხულო სკოლის თემაა უმცირესობების უფლებები.

პერიოდი: 10-16 ივლისი

სკოლა უმასპინძლებს სულ 30 მონაწილეს მთელი მსოფლიოდან. საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება დისკუსია და განხილვები უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ, ასევე უმცირესობათა უფლებები მიმოიხილება სოციალურ, პოლიტიკურ, ისტორიულ კონტექსტში.

 ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება ვორქშოფი მიგრანტების თემაზე.

მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, აღნიშნული თემებით დაინტერესებულ საჯარო მოხელეებს და სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებს. ასაკი 35 წლამდე.

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პროექტში ღირებულბაა 150 ევრო, რომელიც გულისხმობს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, საცხოვრებელს, კვებას და კულტურულ ღონისძიებებს. ამ თანხაში არ იგულისხმება მგზავრობის ხარჯები.

როგორც ,,სტუდენტურ ამბებს” პროექტის ორგანიზატორმა განუცხადა, პროექტზე მოქმედებს სრული და ნაწილობრივი დაფინანსება, თუმცა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, ხელმსაწვდომია მხოლოდ ნაწილობრივი დაფინაანსება. კერძოდ, მათ აქვთ შანსი დაიფინანსონ მონაწილეობის საფასური (150 ევრო), მგზავრობის ხარჯი კი თავად მონაწილემ უნდა გადაიხადოს.

აპლიკაციის გაგზანის ბოლო ვადაა 16 მარტამდე.

აპლიაკცია უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე [email protected].

გაითვალისწინეთ: გასაგზავნი აპლიკაციის ფაილს სათაური უნდა დაარქვათ შემდეგი ფორმულირებით 2016GMRSS_[lastname_firstname]

იმ შემთხვევასი თუ სავიზო პროცედურების დროს დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაცია, ორგანიზატორი მხარე მზად არის მოგაწოდოთ საჭირო საბუთები.

საკონტაქტო მეილი  [email protected]

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ასევე გაეცანით:

საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი დაფინანსებით საბერძნეთში

ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო სტიპენდიები გამოცხადდა

დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ლატვიაში სასწავლებლად

ლატვიის მთავრობის დაფინანსებული საზაფხულო სკოლები ქართველი სტუდენტებისთვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები