თსუ სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

საინტერესო ფაქტები

22 თებერვალს, თსუ-ის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში კანადის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში, მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია ლგბტ საკითხებში უნდა გამართულიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული დაჯგუფებები (“თავისუფალი თაობა”) ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში კონფერენციის საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდნენ და მაყურებელს მობილიზაციისკენ მოუწოდეს, სოციალურ ქსელში შეიქმნა ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაჟღერდა მუქარა ღონისძიების ორგანიზატორების, მონაწილეებისა და დამსწრეთა მიმართ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ამ ჯგუფების მხრიდან შესაძლო ძალადობისგან კონფერენციის მონაწილეთა დაცვა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, უარი თქვა ამ სივრცეში კონფერენციის ჩატარებაზე.

“უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ხელი შეეწყო სამეცნიერო მუშაობის განვითარებისთვის თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. უნივერსიტეტი არის საჯარო სივრცე, სადაც არავის აქვს კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამო, მის აკადემიურ სივრცეში შეჭრის და იქ მიმდინარე კვლევით პროცესებზე კონტროლის მოპოვების უფლება”, – ნათქვამია ორგანიზაცია “იდენტობას” განცხადებაში.

მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

ქამინგ აუთთან დაკავშირებული საკითხები, ჰომოსექსუალების დამოკიდებულები ბისექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი, განწყობები და დამოკიდებულებები ლგბტ თემის მიმართ, მედიასაშუალებების ანალიზი ლგბტ საკითხების გაშუქების თვალსაზრისით, პედაგოგების შეხედულებები და ინფორმირებულობა ლგბტ საკითხებზე, ჰომოფობიის შეფასება თბილისსა თუ რეგიონებში, კულტურისა და რელიგიის დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ და სხვა.

იმის გამო, რომ ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა უარი განაცხადა კონფერენციის საუნივერსიტეტო სივრცეში გამართვაზე, ღონისძიება გაიმართება ორგანიზაცია “იდენტობას” ოფისში.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები