საქართველოსა და ლატვიის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ლატვიის მთავრობა იწვევს ქართველ სტუდენტებს საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლები სრულად დაფინანსებულია ლატვიის მთავრობის მიერ, მონაწილე ფარავს მხოლოდ მგზავრობის ხარჯს.
მიღება გამოცხადებულია სხვადასხვა მიმართულების საზაფხულო სკოლებზე, მათ შორის საერთაშორისო ტურიზმის მენეჯემენტის, ლატვიური ენისა და კულტურის და სხვა მიმართულებები.
სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
სკოლების უმრავლესობა მდებარეობს რიგასა და იურმალაში.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
თითოეული სკოლისთვის პროგრამის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ასევე ყველა მათგანს აქვს საკუთარი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც თქვენ CV-თან და სამოტივაციო წერილთან ერთად უნდა გადაგზავნოთ თქვენ მიერ შერჩეული სკოლის ორგანიზატორებთან.
სკოლების, მათი მდებარეობის, პროგრამებისა და კონტაქტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
როგორც საზაფხულო პროგრამის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა AIJA JAKOVIČA-მ სტუდენტურ ამბებს განუცხადა, მონაწილე ფარავს მხოლოდ მგზავრობის ხარჯს და მას ადგილზე დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევს. მისი თქმით, დაფინანსება თითოეული მონაწილისთვის შეადგენს 711 ევროს, თუმცა ისინი თანხას პირადად არ მიიღებენ, რადგან თანხის გადარიცხვა ავტომატურად მოხდება საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებთან.
რაც შეეხება მოთხოვნებს, უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე და ფლობდეთ ინგლისურ ენას.
დაფინანსებისთვის აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 4 მაისი, 2016 წელი
დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლებზე იხილეთ აქ.
ასევე იხილეთ:
საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი დაფინანსებით საბერძნეთში
ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო სტიპენდიები გამოცხადდა
დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ლატვიაში სასწავლებლად