გიფიქრია, უფრო ტოლერანტული საზოგადოების შექმნაზე? მიგაჩნია, რომ კრეატიული ხარ? გაქვს ორიგინალური იდეები? მაშინ, ჩაერთე სოციალურ კამპანიაში და მოიგე პრიზები.
კამპანიას ეყოლება სამი გამარჯვებული:
- ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე მეტი like-ის მიხედვით
- ორ გამარჯვებულს კი, საორგანიზაციო ჯგუფი გამოავლენს
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ საქართველოს უნივერსიტეტში ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე. შემოგვიერთდი! შენ ხომ გამორჩეული ხარ! დატოვე შენი კვალი!
რეგიონებიდან უზრუნველყოფილი იქნება უფასო ორმხრივი ტრანსპორტირება;
კამპანიაში მონაწილეობა შეგიძლიათ 29 თებერვლამდე, თუმცა შემწყნარებლები, იყავით ყოველთვის!