იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებიც ამთავრებს საშუალო სკოლას და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებს სწავლას, დიპლომის აღებას ვერ ახერხებს.
წელს, საქართველოს მასშტაბით ათი ათასობით მოსწავლე დაამთავრებს საშუალო სკოლას და უნივერსიტეტებსა თუ ინსტიტუტებში ჩააბარებენ. თუმცა, ყველა ვერ მოახერხებს ხარისხის მოპოვებას. სწავლის საფასურის სიძვირე და მასთან დაკავშირებული სტუდენტური სესხების პრობლემების გათვალისწინებით. უნდა შესთავაზოს თუ არა სასკოლო დაწესებულებებმა დამამთავრებელ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს ალტერნატიული გზები, მაგალითად, იმ ტექნიკური უნარ-ჩვევების შესწავლა, რაც აუცილებელია სამსახურის დასაწყებად?
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კარიერული და ტექნიკური განათლება, იგივე CTE – არის პროგრამა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ შტატში, კალიფორნიაში იკიდებს ფეხს და ადგილობრივი მმართველობისგანაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. შეერთებული შტატების 2015 წლის ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 900 მილიონი დოლარი გამოიყო. თანხა, ამ პროგრამის სკოლებში დანერგვისა და შემდგომი წარმატებით განვითარებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს განათლების რეფორმის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. სწორედ მასში ხედავენ 21-ე საუკუნის ეკონომიკური კრიზისისთვის სტუდენტების მომზადების საუკეთესო გზას.
თუმცა, პროგრამას მოწინააღმდეგეებიც ყავს. ისინი აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ მსგავსი ფოკუსირება, მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე გაზრდის საშიშროებას, ახალგაზრდა თაობაში იმ იდეის პროვოცირებას, რომ ყველა უმაღლესი განათლების მიღებისთვის არ არის შექმნილი. ისინი შიშობენ, რომ ისტორია განმეორედება. მე-20 საუკუნის 70 წლებში მსგავსმა წამოწყებამ სტუდენტები უხეშად დაყო ორ ჯგუფად – პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებად. ჩვეულებრივ, პროფესიულ სასწავლებლებში იმიგრანტები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ან ეკონომიკურად შეჭირვებული სტუდენტები სწავლობდნენ. ამ ახალგაზრდების ბედი თავიდანვე სკოლის ადმინისტრაციის მიერ წყდებოდა და არა თავად მოსწავლის ან მისი მშობლების მიერ. ეს ყველაფერი კი განათლების სისტემის უთანასწორობასა და არასამართლიანობაზე აისახებოდა.
სხვები კი ამბობენ, რომ სულაც არაა აუცილებელი ამ პროგრამამ ისტორიის წარუმატებელი ნაბიჯი გაიმეოროს. ისინი მოუწოდებენ უფრო მეტმა სკოლამ მოახდინოს ახალი პროგრამის სასწავლო სისტემაში ინტეგრირება. რომლის ძირითადი დანიშნულებაც იქნება, მოსწავლეებს მისცეს ფართო არჩევანის საშუალება მათ სამომავლო პროფესიული კარიერის ასარჩევად. ამ პროგრამით მოსწავლეები აითვისებენ სპეციფიკური უნარ-ჩვევებსა და ცოდნას მათი ინტერესის სფეროში. პარალელურად კი, დაესწრებიან სტანდარტულ, აკადემიურ გაკვეთილებს და მოემზადებიან უმაღლესში ჩასაბარებლად.
ამჟამად, კვლავ მიმდინარეობს დავა, თუ რომელი მიდგომა სჯობს ახალგაზრდებისთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად. კველევებმა აჩვენა, რომ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც მაღალ შეფასებებს იღებენ ტექსტის გააზრებასა თუ მათემატიკის ტესტებში. ასევე ხშირია შემთხევები, როცა ახალგაზრდები, რომლებმაც მხოლოდ პროფესიული განათლება მიიღეს, გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახურები აქვთ, ვიდრე უმაღლესდამთავრებულებს.
თუმცა, უთანასწორობის საშიშროება დღესაც არსებობს. თანამედროვე მონაცემებით, პროფესიულ განათლებას, ძირითადად, ისევ ეკონომიურად შეჭირვებული სტუდენტები იღებენ, მაშინ როცა სტუდენტები რომლებიც ოთხი წლის სწავლების შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიპლომს იღებენ, გაცილებით მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან.
თარგმნა: ქეთი ქურციკიძემ
იხილეთ ასევე: რომელ ქვეყანაშია სწავლა ყველაზე ძვირი
8 მიზეზი, რატომ არიან დაბალი GPA-ს მქონე სტუდენტები უფრო წარმატებულნი