“ქაშიკა” სტუდენტებს: მოუარონ წყაროებს და არასოდეს “ივარსკვლავონ”

ინტერვიუ

დავით ქაშიაშვილი – “ქაშიკა” – ასე მოიხსენიებენ თსუ-ის სტუდენტები ლექტორს, რომელიც პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობით, საკუთარი პროფეესიისადმი გამორჩეული დამოკიდებულებითა და ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ხასიათდება. თსუ–ში, ყოველი სემესტრის დასაწყისში, “ქაშიკას” საგნებზე ადგილები თვალის დახამხამებაში ივესება. სტუდენტების კეთილგანწყობა ტელეჟურნალისტმა მათთან უშუალო ურთიერთობითა და სხვა პიროვნული თვისებების დახმარებით დაიმსახურა. როგორია სინამდვილეში დავით ქაშიაშვილი და რატომ მოსწონთ ის სტუდენტებს ასე, პასუხებიდან მიხვდებით:

  ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ…

ჩემს ძაღლს, ბიჩის, ლაპარაკი სცოდნოდა.

ჩემში გარდატეხა მოახდინა…

ერთკასეტიანმა წითელმა მაგნიტოფონმა და რამდენიმე კასეტამ – საგანგებოდ შერჩეული სიმღერებით. შუაღამემდე რადიოს ვუსმენდი, რომ სასურველი შემსრულებლების ალბომები შემედგინა. სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა წამყვანის შესავლით, ან კიდევ სარეკლამო ჭრის მუსიკით მთავრდებოდა, ან იწყებოდა. კიდევ ქართული ხალხური ზღაპრების წიგნების თავისუფალ ფურცლებზე დაწყებულმა წერამ ყველაფერზე, რომელიც არაფერს გავდა.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი…

ვიქნებოდი სასამათლო სამედიცინო ექსპერტი (გვამების მფატრავი) ან არქეოლოგი.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს…

ოპერატიულობა, ხმაური, მოვლენის, ამბის საჯაროდ თხრობა.

ჩემი პირველი წარმატება…

ყოველი დღე პირველი წარმატებაა, ყოველი ახალი რეპორტაჟი, არ აქვს მნიშვნელობა ის ხმაურიანი თემაა თუ არა, ის გადაცემის თავშია, შუაში თუ ფინალში.

11215891_481403695318212_7813457344850951290_nიყო ლექტორი, ნიშნავს…

სამყაროსოდენა პასუხისმგებლობას.

ყველაზე მეტად ადამიანებში ვაფასებ

თავმოყვარეობის სიმძაფრესა და პასუხისმგებლობას.

მჯერა, რომ…

სანამ გარდავიცვლები მეცნიერები მიაგნებენ პლანეტას, სადაც ცხოვრობენ.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს საკუთარ თავში…

არასდროს ვბრაზდები, არ ვყვირი, არ ვნერვიულობ თუნდაც ციცაბო კლდის პირას ვიდგე და უკან ასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდეს. მომწონს, რომ არ არსებობს არაფერი და არავინ, ვინც შეძლებდა დამაჯეროს, რომ დავმარცხდი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამაიანები…

12736137_10207539330035027_2030844536_nჩემი შვილები – დათა და ნიკოა.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება…

არის ჰაერი, წყალი, ყველი.

ჩემს ცხოვრებაში შევცვლიდი…

არაფერს.

ვწერ, იმიტომ რომ…

ვუვლიდე ჩემს გმირებს.

ყველაზე ხშირად მავიწყდება…

სახლიდან გამოსვლისას ლიფტში მაგონდება, რომ “პაპიროსი” მაგიდაზე დამრჩა.

მრცხვენია…

როდესაც არ ვიცი ამბავი, რაზეც ვმუშაობ, თუ რაიმე ტყული მითქვამს და გამიგეს, ან თუნდაც არ გამიგონ – მუდმივად მრცხვენია ჩემ მიერ ნათქვამი ტყუილების გამო. რამდენიმე წელია ვცდილობა არაფერი მოვიტყუო, თუნდაც უწყინარი და ძალიან უმნიშვნელო ტყუილი იყოს.

ყველაზე მეტად მიყვარს…

გეოგრაფიულად დუშეთი, ხასიათში სიძლიერე, საკვებში ყველი, სასმელში ჭაჭა, ამინდი ფერადი.

სიყვარული არის…

12735529_10207539330075028_1589614752_nვნებებისა და ნდობის ერთობლიობა.

როდესაც ცუდად ვარ…

დუშეთში ბებიასთან მივდივარ.

მეშინია…

სიჩუმის

არასდროს მინანია…

რომ ქუჩის რეპორტიორი ვარ.

ყოველთვის უნდა მახსოვდეს, რომ…

მზე მუდამ აღმოსავლეთიდან ამოდის.

ჩემს სტუდენტებს ვურჩევ…

გულწრფელები იყვნენ რესპონდეტებთან,  მოუარონ  წყაროებს და არასდროს „ივარსკვლავონ“, მოყვნენ ამბები ისე, რომ  გზად არვის უფლებები არ შემოერღვათ ხელთ. ამბის თხრობისას არ ამტკიცონ,  უბრალოდ, შეძლონ  მოგროვილი მასალის ანალიზი  და თხრობა.

12695288_10207539707284458_1023789292_o

მოამზადა: ნათია დაშნიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები