სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე www.iset.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება მაისის დასაწყისში.
ყველა ჩარიცხული სტუდენტი გაივლის უფასო მოსამზადებელ კურსს მათემატიკაში (3 კვირა, აგვისტო, 2016 წელი). გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამის პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (8 კვირა, სექტემბერი-ოქტომბერი, 2016 წელი).
ფინანსური მხარდაჭერა: წარმატებული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.
საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა: საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი იქნებიან ის ქართველი სტუდენტები, რომლებიც დაასაბუთებენ ამის საჭიროებას.
დაფინანსება: ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღებს ISET-ის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას, რაც, შესაბამისად, დაფარავს სწავლის საფასურს.
სტუდენტური სესხები: ISET სტუდენტებს სთავაზობს შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ სწავლის საფასურის დაფარვაში.
სახელმწიფო გრანტი: სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შესაძლებლობა ექნებათ, თანხა გამოიყენონ ISET-ის სწავლის გადასახადის დასაფარავად.
მომავლის პერსპექტივები: პროფესიული სტაჟირება რეგიონში და საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლონდონის ოფისი და სხვ.
გამოყენებით კონცენტრაციებში მონაწილეობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კერძო სექტორის განვითარება და სოციალური პოლიტიკა, რომლებიც ხორციელდება ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასთან, ლოზანის უნივერისტეტსა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტოროპროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორვიკის და სხვა უნივერსიტეტებში.
საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ენერგეტიკის ეკონომიკის კონცენტრაციის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ერთი სემესტრი ისწავლონ ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, ბერგენში.
რეგისტრაცია: რეგისტრაციისა და მიღების პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: (1) ონლაინ განაცხადის შევსება, (2) მისაღები გამოცდების ჩაბარება, (3) გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
საკონტაქტო პირი: მაია სურგულაძე
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: 250 71 77