USAID-ის პროექტი “მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) და ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს მეორე ნაკადის საბუთების მიღებას სტუდენტებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ, გაეცნონ საჯარო მმართველობის სტრუქტურას და დასაქმდნენ საჯარო სამსახურში. სასწავლო კურსის ხარჯები სრულად დაიფარება პროექტის მიერ. შეირჩევა 20 მსმენელი.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ტრენინგის შესახებ: სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელთა დაცვა და შესრულება თითოეული საჯარო მოსამსახურის ვალდებულებაა. სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები დეტალურად გაეცნობიან საჯარო მოსამსახურეთა უფლებებსა და მოვალეობებს, დარღვეული უფლებების დაცვის მექანიზმებს, იმ საფრთხეებს, რომლებმაც შესაძლოა ისინი ჩააყენოს კორუფციისა თუ სხვაგვარი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კანონდარღვევის მდგომარეობაში. სწავლება მოხდება საჯარო სამსახურის შესახებ უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით. მსმენელები აგრეთვე შეისწავლიან ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმიანობის ძირითად სამართლებრივ რეგულაციებს.
ტრენინგის თემატიკა:
- საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები;
- ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმები და პრინციპები;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები;
- ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი, აღსრულების საკითხები, დავებისა და პრობლემების გადაჭრის გზები;
- სახელმწიფოსა და საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხები მიყენებულ ზიანზე.
სამიზნე ჯგუფი: დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები.
ტრენერი: კახაბერ ურიადმყოფელი.
კურსის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ჩატარდება სულ 6 შეხვედრა, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, 10:00-ზე.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 22 თებერვალი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 16 თებერვალი
შეფასების სისტემა:
I შუალედური ტესტი
II შუალედური ტესტი
საბოლოო გამოცდა.
სასწავლო მასალა უფასოა. კურსის გავლისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
სარეგისტრაციო ფორმა: იხილეთ ბმული.
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]