ტურისტული კომპანია “აღმოაჩინე საქართველო” 2-თვიანი სტაჟირებისთვის იწვევს სტუდენტებს. სტაჟირების განმავლობაში კომპანიის თანამშრომლები კითხულობენ პრეზენტაციებს თავიანთი კონკრეტული მიმართულებებით.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტაჟირების სრული საფასურია 300 ლარი
სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორები შეისწავლიან და გაეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:
- ტურების ფორმირება საქართველოსა და საზღვარგარეთ;
- ოფიციალური კორესპონდენცია;
- საერთაშორისო კორპორატიული და დიპლომატიური პროტოკოლი;
- ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- ტურების ბიუჯეტირება;
- ავიაბილეთების დაჯავშნა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები;
- სავიზო პროცედურები;
- Service Plus;
- Outlook Microsoft Office;
- მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები საქართველოსა თუ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში;
- საინფორმაციო გასვლითი ტურები;
- ტურისტული კომპანიის რეალური ფუნქციონირება – პარტნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელზეც აისახება ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც სტაჟიორმა მიიღო განვლილი 2 თვის განმავლობაში. საუკეთესო სტაჟირება დამთავრებულები საქმდებიან თავად ტურისტულ კომპანია “აღმოაჩინე საქართველოში” ან გადამისამართდებიან სხვა წარმატებულ ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმის დაწესებულებებში.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.მისამრთზე:
[email protected]
[email protected]
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
(+995 322) 50 50 44 (106)
(+995 579) 97 34 34