ავტოსტოპი ბათუმისკენ – 2016 წლის ჩემპიონატი 27 თებერვალს ჩატარდება

ივენთი

 

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია თებერვლის ბოლო შაბათ-კვირას გეპატიჟებათ ავტოსტოპის 2016 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

შეჯიბრის პრინციპი მარტივია: გამარჯვებულია წყვილი, რომელიც პირველი შეძლებს ჩააღწიოს თბილისიდან ბათუმამდე, გაიაროს გზად წინასწარ მოცემული ყველა ნიშნული (ნიშნულების ადგილმდებარეობა სტარტის დღეს გახდება ცნობილი), გადაიღოს მათთან ფოტო და წარუდგინოს ფედერაციის ინსტრუქტორებს ბათუმში.

25 თებერვლამდე ნებისმიერ წყვილს ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

27 თებერვალს 09:30-საათზე, ვარდების რევოლუციის მოედნიდან გრანდიოზული სტარტით ერთდროულად დაიძრება ყველა გუნდი. ვოიაჟი მწვანე კონცხზე ბანაკით დასრულდება, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ გზაში გადახდენილ ამბებს და ემოციებს.

მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. თითოეული გუნდი შედგება 2 ადამიანისგან, გუნდის წევრებმა უნდა მიაწოდონ ფედერაციას მათი პირადი ინფორმაცია, საკონტაქტო ნომერი, გუნდის სახელი და სლოგანი.

მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.

არასამართლიანი ქმედებების თავიდან ასაცილებლად გამარჯვებული გუნდი საჩუქრად ფედერაციისგან სამახსოვრო სიგელს მიიღებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე: 558 67 49 86

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები