დოსტოევსკის 7 ფრაზა რუს ერზე

ლიტერატურული გვერდი

 

გთავაზობთ რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის 7 ფრაზას წიგნიდან “ეშმაკნი”:

1. ჩვენი რუსი ლიბერალი პირველ ყოვლისა ლაქიაა და თვალი იმისკენ უჭირავს, ვის გაუწმინდოს ჩექმები.

2. ჩვენ რუსები ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს იცხოვრო იქ, თუ გინდა, იმათ დონემდე მიაღწიო.

3. რუსული ათეიზმი კალამბურს არასოდეს გასცილებია.

4. რუსეთში თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო.

5. ათეისტი არ შეიძლება რუსი იყოს, ათეისტი უმალ რუსობას დაკარგავს რადგან არამართლმადიდებელი რუსი ვერ იქნება.

6. მხოლოდ რუს თაობას აქვს უნარი ჭეშმარიტებას პირდაპირ თვალებში შეხედოს. ევროპაში ასე ჯერ არ გაკადნიერებულან: იქ ქვისაგან ნაგები სახელმწიფოა, იქ კიდევ შემორჩათ დასაყრდენი. რამდენადაც ვატყობ და რამდენადაც განსჯა შემიძლია, რუსული რევოლუციური იდეის (სოციალისტური) მთელ არსს სინდისის უარყოფა წარმოადგენს.

7. სოციალიზმი ჩვენში, უპირატესად, სენტიმენტალობის წყალობით ინერგება.

რომანი „ეშმაკნი“ (რუს. Бесы) —  1872 წელს გამოიცა. ნაწარმოები პოლიტიკური ხასიათისაა და ნათლად ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

besi1besi

იხილეთ, ასევე – ფრანც კაფკას 12 რჩევა

ჩეხოვი: განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი

სკოტ ფიცჯერალდი – 7 რჩევა კარგად წერისთვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები