ეს ჭავჭავაძის 45 ნომერია, აქ 1940 წლიდან გარდაცვალებამდე ჩანტლაძე ცხოვრობდა… შოთა ჩანტლაძე. პოეტი, რომელიც გაურბოდა დიდებას. საყოველთაო აღიარების გარეშე, სრულიად ,,არაპოეტურად’’, ორმოცი წლის ასაკში, დაგვიანებული ბრმანაწლავის ოპერაციის გამო გარდაიცვალა.
,,ბატონებო და ქალბატონებო, ეს გახლავთ ჩვენი უკანასკნელი სიტყვა’’ – ასე იწყებს თავის ცნობილ ,,მანიფესტს’’ ნაკლებად ცნობილი პოეტი შოთა ჩანტლაძე. მან ,,მანიფესტი’’ ნამდვილი პოეზიის სადავეებს მიუძღვნა:
მზის სათვალეების პოეზიას,
პლაშჩის და ხანჯლის,
ფრთიანი შლიაპის პოეზიას.
სამაგიეროდ, გთავაზობთ –
ნათელი თვალის პოეზიას,
გაშიშვლებული სულის,
შიშველი თავის პოეზიას.“
შოთა ჩანტლაძე 1928 წლის 13 ივნისს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში დაიბადა. 1947 წელს კი თბილისის 25-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. იმავე წელს, სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებსა და იგავებს.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
,,პირდაპირი, უკომპრომისო. აი, ორი სიტყვით, შოთა ჩანტლაძის არასრული პორტრეტი“,- ასე დაახასიათა სიკვდილის შემდეგ მეგობარი მუხრან მაჭავარიანმა.
- ,,იყავი ორიგინალური ადამიანი, თუნდაც სულელი, ოღონდ ნუ იქნები ჩვეულებრივი ადამიანი“…
შოთა ჩანტლაძე
ავტორი: ნათია დაშნიანი