მესენჯერიდან შეტყობინებები თავისით გაქრება

ინფორმერი

 

ფეისბუქი გამქრალ მესიჯებს ტესტავს მესენჯერში. რაც ნიშნავს იმას რომ შეგვეძლება ერთმანეთს გავუგზავნოთ შეტყობინენები, რომლებიც გარკვეული დროის მერე უბრალოდ გაქრება.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

როგორც ფეისბუქის წარმომადგენლები აცხადებენ,  ეს ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთშია გააქტიურებული iOS და ანდროიდ მომხმარებლებისათვის, მაგრამ მალე სხვა ქვეყნებშიც იქნება. თქვენი შეტყობინებები ერთ საათში უკვალოდ წაიშლება, თუ რასაკვირველია ჩართავთ ამ ოპციას.

Facebook_disappear_3499660b 

ფეისბუქ მოსახლეობისათვის ეს ფუნქცია, სავარაუდოდ, დამატებითი ხალისისა და ტროლინგის საშუალება გახდება. სიმბოლოც ადვილი მისახვედრია, თუ წერისას კუთხეში ქვიშის საათს აღმოაჩენთ, ესე იგი გამქრალმა მესიჯებმა თქვენამდეც მოაღწია და შეგიძლიათ ახლობლებს გაეხუმროთ.  

თავად მესიჯების გაქრობის იდეა არახალია. ოდესღაც ჯეოსელსაც ჰქონდა მსგავსი სერვისი ტექსტური შეტყობინებისათვის. საქართველოში ნაკლებ პოპულარული სნაპჩატი უკვე დიდი ხანია, რაც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ამ მომსახურებას.

წყარო: socialsharks.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები