საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს “ლიბცენტრის” ახალი ჯგუფის დაკომპლექტებას.
შერჩეული აპლიკანტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მოამზადებენ გამოკითხვებს, შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, დაწერენ პოსტებს სხვადასხვა თემაზე, რაც განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე – http://www.libcenter.ge
კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე. პროექტში მონაწილეობა უფასოა და აქტივობები 2016 წლის მარტიდან დაიწყება.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პროექტის დასახელება.
სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 10 თებერვლის 18:00 საათი
“ლიბცენტრი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 120-ზე მეტმა სტუდენტმა. მათ მიერ შექმნილი მასალები ატვირთულია ვებგვერდზე.
პროექტის ფარგლებში ასევე პროექტის ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია, რომელთა ნახვა შესაძლებელია ცენტრის YouTube Channel-ზე: – https://www.youtube.com/user/liberalismcentre
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, შიო მღვიმელის 6ა
ტელეფონი: 2912870
website: http://www.libcenter.ge
e_mail: [email protected]