რაში მჭირდება წითელი დიპლომი?

განათლება

ავტორი: ნათია დაშნიანი

,,რაო და, მამაჩემმა თქვა, უდიპლომო კაცს ცოლად არ გაგაყოლებო“,– ეს სიტყვები ლეგან ხოტივარის ფილმის ,,უდიპლომო სასიძოს’’ ერთ-ერთ პერსონაჟს, ნანის, ეკუთვნის. ამ ფილმში წამოჭრილი პრობლემა დიპლომის ქონა-არქონას უკავშირდება. დღეს ეს საკითხი ასე გამოიყურება, რა ფერის დიპლომი უნდა ჰქონდეს სასურველი სასიძოსა თუ სარძლოს, წითელი თუ ლურჯი? უნივერსიტეტები განათლების ხარისხს დიპლომის ფერით განსაზღვრავენ. რას ფიქრობენ სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშიებით? რა უპირატესობა აქვს წითელი დიპლომის მფლობელს? ამ კითხვებზე პასუხი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაგვცეს.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

,,რა წითელი დიპლომი?! წელს მუშაობა დავიწყე, რაც, მოგეხსენაბათ, სტუდენტობის პერიოდში საკამოდ რთულია. ახლა იმაზე ვფიქრობ, ,,ლიჟბი“, გამოცდები ჩავაბარო და ზღვარი გადავლახო, წითელი დიპლომი ვიღას ადარდებს. ჩემი ოჯახის წევრებს რომ აქვთ დამთარებული წითელ დიპლომზე, რა ხეირი? – არაფერში ადგებათ“, – გვითხრა  ნინო ზურაბიშვილიმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა.

3წითელი დიპლომის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აქვს აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტს გიორგი მარცვალაძესაც: –  ,,სეართოდ არ მაქვს წითელი დიპლომის ქონის სურვილი, საქართველოში მაგის საჭიროებას ვერ ვხედავ. სტუდენტი კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასურველ ადგილზე მუაშაობის დაწყებას წითელი დიპლომის გარეშეც მოახერხებს. ამ უკანასკნელის მფლობელი არანაირ უპირატესობას არ ფლობს’’, – ამბობს იგი.

წითელი დიპლომისთვის ბრძოლას, ნინი სილაგაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსელი, საკუთარი მიზნების შესრულების წინა პირობად მიჩნევს და ამბობს, რომ ეს მას მოტივაციას ჰმატებს: – ,,როცა კარგი სტუდენტი ხარ და შენი საქმე კარგად იცი, რასაც წითელი დიპლომი ადასტურებს და ამყარებს, მეტად თავდაჯერებული ხდები. ეს კი საკმარისი მოტივაცია, იბრძოლო კიდევ უფრო კარგი კარიერისთვის. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ვფიქრობ, რომ ყველა დამსაქმებელს სურს ჰყავდეს კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომელი, ამის ერთ-ერთ გარანტს კი სწორედ წითელი დიპლომი წარმოადგენს“, – გვითხრა ნინიმ. ბაკალავრის დიპლომის მოლოდინშია და მაბობს, რომ ჯერ დიპლომის ფერი არ იცის.

6,,ჩემი საბოლოო საშუალო ქულა 75-ია, რაც, ვფიქრობ, საკმარისი არ არის წითელი დიპლომისთვის.  თავიდანვე არ მიმიქცევია ყურადღება ქულების საშუალოზე, რითაც განისაზღვრება დიპლომის ფერი, თუმცა ამ გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ არ ღირდა წითელი დიპლომისთვის წვალება, მისი როლი სამასახურის დაწყებაში უმნიშვნელოა. სანამ მუშაობას დავიწყებდი, გასაუბრებაზე ის თეორია მკითხეს, რისი ცოდნაც საჭირო იყო ჩემ ვაკანტურ ადგილზე ასაყვანად, დიპლომითა და მით უფრო დიპლომის ფერით არავინ დაინტერესებულა“,- თქვა მან.

9,,მიუხედავად იმისა, რომ წითელი დიპლომი დასტურია შენი წარჩინებული სტუდენტობისა, დიპლომის ფერი ზუსტად ვერ განსაზღვრავს შენი განათელების ხარისხსა და გამოცდილებას. საქართველოში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფერის დიპლომი გიდევს სახლში, ამიტომ  წითელი დიპლომისთვის ბრძოლა უაზრობაა“, – აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტიდენტმა ქეთი სივსივაძემ.

 

მარიამ კარენაშვილიკიდევ ერთი, სკეპტიკურად განწყობილი  მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ კარენაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მიიჩნევს, რომ მიუხედავად წითელი დიპლომის პრესტიჟულობისა, მისი ფუქნქია სამომავლო საქმიანობაში უმნიშვნელოა. ,,პირადად მე, როდესაც უნივერსიტეტში მოვხვდი ნამდვილად არ მქონია იმის ამბიცია, რომ წითელ დიპლომზე დამემთავრებინა, თუმცა ერთგვარად წითელი დიპლომი ამტკიცებს შენს წარმატებულ სტუდენტობას. მისი ქონა რომ განსაზღვრავდეს უნივერსიტეტიდან საზღვარგარეთ უფასოდ წასვლას, ან რაიმე კუთხით რომ ეხმარებოდეს სტუდენტს სამაგისტრო გამოცდების ჩაბარბასა და სამსახურის დაწყებაში, ნამდვილად მექნებოდა ბრძოლის მოტივაცია. ამ ეტაპზე, წითელი დიპლომისთვის წვალებას საჭიროდ არ მივიჩნევს, თუმცა მისასალმებელი და დასაფასებელია ისინი, ვინც მისთვის იღწვის“,- აღნიშნა მარიამმა.

y,,აქ სწავლისთვის ვარ და ვსწავლობ კიდეც, სპეციალურად წითელი დიპლომისთვის არ დავიწყებდი ,,ბრძოლას“. ვფიქრობ,  რომ წითელი დიპლომის მფლობელს არანაირი უპირატესობა არ აქვს, მაგრამ, წესით, უნდა ჰქონდეს.  საქართველოში სამსახურის დაწყება დიპლომის ქონა-არქონით წყდება და არა დიპლომის ფერით. მთავარია გქონდეს ნებისმიერი ფერის დიპლომი და დიდი სამუშაო გამოცდილება“, – გვითხრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა ბარბარე ნარიმანიძემ.

xაკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრი წრამატებით დახურა ნანა აბესაძემ. წელს სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში აქამდე, დიპლომის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ,,უნივერსიტეტში სტიპენდიანტი ვიყავი და, ალბათ, წითელ დიპლომს ავიღებ, ჯერ არ ვიცი, თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანაში დიპლომის ფერს კი არა მის ფლობასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, შესაბამისად, ვერც ფერი განსაზღვრავს რაიმე უპირატესობას“,– თქვა მან.

ფაქტია, რომ სტუდენტთა უმრავლესობა ამ საკითხს ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს და სამომავლო გეგმებს წითელ დიპლომზე არ ამაყარებს. ზემოთ მოყვანილი მიზეზების გარდა, კიდევ რის გამო აქვთ სტუდენტებს ამ თემისადმი ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება? რეალურად რა განაპირობებს ამ განწყობას? რა მნიშვნელობას ანიჭებს დამსაქმებელი დიპლომის ფერს? ეს კითხვები უკვე სხვა თემასა და სხვა ადრესატს ეკუთვნის. ამჯერად, წარმატებები ვუსურვოთ სტუდენტებს, რომლებიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ პროფესიული განვითარებისთვის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები