GameLab Iliauni-ში შექმნილი თამაში მსოფლიოს 200 თამაშიდან მეორე ადგილზე გავიდა

სტუდენტური შემოქმედება

GameLab Iliauniში შექმნილი პირველი ქართული VR ჟანრის ინოვაციური Warlock VR  თამაში თამაშების სფეროში მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კონკურსის – Leap Motion 3D Jam 2.0 –გამარჯვებულია.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

კონკურსში მთელი მსოფლიოდან 200 თამაში იყო წარდგენილი. მათგან საუკეთესო 11 შეირჩა, ხოლო ქართული Warlock VR საუკეთესო 11 თამაშს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია.

Warlock VR-ის შესახებ:

Warlock VR პირველი ქართული VR ჟანრის თამაშია, რომელშიც საშუალება გაქვთ, გახდეთ ჯადოქარი. იგი ჯერ-ჯერობით ბეტარეჟიმშია, ანუ თამაშის დასრულებული ვერსია არ არსებობს. ამ თამაშის შემქმნელია დეველოპერთა გუნდი – StormBringer Studios, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია.

თამაში დამზადდა GameLab Iliauniში, რომელიც საქართველოში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი გეიმლაბია.

86713cf664e2a015cd41f81df2b73da2_34890 (1)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები