კომპანია ” მკითხველი ” საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.
კომპანიას ესაჭიროება ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
 - სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
 - სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
 - კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;
 
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
 - პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
 - ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
 - ენერგიულობა და სისხარტე;
 - მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
 - ორგანიზებული და პუნქტუალური;
 - გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
 - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 - ასაკი: 18-დან 30 წლამდე.
 
სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 – 16:00-მდე ; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] – ქუთაისი [email protected] – თბილისი და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მისამართი: ქ. თბილისი წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა.მე-3 სართული ოთახი 301

                                    


