„სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მსურველი სტუდენტების განცხადების მიღება თბილისის მერიაში 1 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
დაფინანსების გაცემის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დაფინანსების ახალი წესის თანახმად დაფინანსების მსურველმა სტუდენტმა განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, წლიური გადასახადის მითითებით;
- უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ. ხოლო I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას);
- რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
აუცილებელია, დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განცხადება წარმოადგინოს თავად სტუდენტმა.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მერიის ცხელ ხაზს 272 22 22