ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში სტაჟიორის პოზიციაზე.
გასაუბრებაზე დაიშვებიან ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებიც საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებიდან. სტაჟირებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტის სალექციო გრაფიკი.
სტაჟირების ვადა – 3 თვე
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაოს აღწერა:
- სეისმური აპარატურის გამართვა და ინსტალაცია;
- ქსელის აწყობა სადგურებიდან სეისმური მონაცემების პირდაპირი გადმოცემის რეჟიმში მისაღებად;
- არსებული სეისმური სადგურების სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მიღებული სეისმური ჩანაწერის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სეისმურ სადგურზე აპარატურული ხარვეზების აღმოფხვრა.
პიროვნული უნარები:
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ასაკი 20-30 წლამდე
- განათლება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
- სასურველია მიკროელექტრონიკის ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება ოპერაციული სისტემა Linux-ის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე [email protected] 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით. (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).