საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა გამოყოფს 20 სრულ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჩინეთის 279 უნივერსიტეტი. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი-General Scholar, Senior Scholar) პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში: მეცნიერება, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ეკონომიკა, სამართალი, მენეჯმენტი, განათლება, ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია და სახვითი ხელოვნება. http://www.csc.edu.cn/laihua ; http://www.campuschina.org
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
საბაკალავრო პროგრამის სტიპენდიატი უნდა დარეგისტრირდეს ჩინურენოვან პროგრამაზე, რათა გაიაროს ჩინური ენის ერთწლიანი კურსი შესაბამისი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში. სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი) პროგრამის სტიპენდიატებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.
ჩინურენოვანი პროგრამის არჩევის შემთხვევაში, სტიპენდიატმა უნდა გაიაროს ჩინური ენის ერთწლიანი (მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, დასავლური მედიცინის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, სამართლისა და სახვითი ხელოვნების პროგრამის არჩევის შემთხვევაში) ან არაუმეტეს ორწლიანი (ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ჩინური მედიცინის პროგრამის არჩევის შემთხვევაში) მოსამზადებელი კურსი.
გთხოვთ გამოგზავნოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ მისამართებზე: [email protected] და [email protected] 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
მომდევნო ეტაპზე, შერჩეული (shortlisted) კანდიდატები თავად უნდა დაუკავშირდნენ უნივერსიტეტებს წინასწარი ჩარიცხვის წერილის (pre-admission letter) მისაღებად.
შერჩეული კანდიდატები საბუთების სრულ ნუსხას ჩააბარებენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის სტიპენდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე (კანდიდატის კრიტერიუმები, საბუთების ნუსხა, სააპლიკაციო პროცესი და ა.შ.) შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
http://www.csc.edu.cn/laihua/newsdetailen.aspx?cid=66&id=3074
http://www.csc.edu.cn/laihua/scholarshipdetailen.aspx?cid=97&id=2070
ასევე, გთხოვთ, იხილოთ სამედიცინო შემოწმების ფორმა