რუსთაველი სტუდენტები მგზავრობაზე სტუდენტურ ტარიფს მოითხოვენ

აქტუალური

“რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის წევრები” რუსთავის მერიასა და საკრებულოს თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფის დაწესებას სთხოვენ.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

გთავაზობთ ტექსტს უცვლელი სახით:

რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტების სახელით მოვითხოვთ სტუდენტური ტარიფის შემოღებას რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე. დაგვიდექით სტუდენტებს გვერდით და ერთად მოვითხოვოთ სტუდენტური ტარიფი, გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას.

რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ 17.12.15 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა წერილის სახით განცხადება, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არა უმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას.  ხოლო აღნიშნული სხვაობა  (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო  ქალაქის ბიუჯეტიდან ან  მოლაპარაკებოდნენ  კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს.


აღნიშნული განცხადების პასუხად კი მივიღეთ წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული რუსთაველ სტუდენტთა სუბსიდირება ჩვენ  მიერ შეთავაზებული ფორმით.


რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი!

ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები