სტუდენტი ჟურნალისტების საყურადღებოდ:
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ეძებს სტაჟიორ ჟურნალისტს, რომელიც მოამზადებს ვიდეო სიუჟეტებსა და სტატიებს. სამუშაო გრაფიკი კვირაში ორი დღე 10 საათიდან 18 საათამდე, ერთი დღე კი, 10 საათიდან 14 საათამდე (ორი სამუშაო დღე სრულად, ერთი ნახევრად).
ჟურნალისტის მომზადებული მასალა გამოქვეყნდება ვებ-პორტალებზე: WWW.Hridc.tv ; WWW.humanrights.ge . სტაჟირება გრძელდება 4 თვე.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. გასაუბრება ტარდება 11 იანვრიდან -15 იანვრის ჩათვლით, დილის 10 საათიდან 16 საათამდე.
გასაუბრებაზე სტაჟირების მსურველმა თან უნდა იქონიოს CV.
მისამართი – გაგარინის მოედანი, მეორე შესახვევი, მელიტონ ქანთარიას 11 ა.
ტელეფონი – 598 46 70 70; 790 200 001.
იხილეთ ასევე: ვაკანსია სპორტული ჟურნალისტის კანდიდატურაზე