„ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ იმის გარკვევას რა გვინდა, ვინაიდან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და არ გვაქვს საშუალება, რომ პარალელი გავავლოთ, შევადაროთ წინა ცხოვრებებს და ამ შედარებაზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნების საფუძველზე სრულვყოთ ჩვენი მიზნები.“
თავის რომანში „ყოფიერების აუტანელი სიმსუბიქე“ (რომელიც 1984 წელს დაიწერა), ჩეხი მწერალი მილან კუნდერა ადამიანთა მისწრაფებებს, სიყვარულსა და ცხოვრების რეალურ არსს შეისწავლის. ეს არის გასულ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ნაწარმოები.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ვინაიდან სიყვარული ყველა ჩვენს შეგრძნებაზე ამაღლებულია, შესაძლოა სწორედ მასზე გადის ცხოვრების არსის მთავარი ხაზი. რომანის პროტაგონისტის, ტომაშის აღწერისას მწერალი ამბობს:
„ის დაუძლეველ სიყვარულს გრძნობდა უცნობების მიმართ. მაგრამ იყო კი ეს სიყვარული? თუ ეს იყო მცდელობა ადამიანისა, გაეთამაშებინა სიყვარულის სიმულაცია, ვინაიდან გააცნობიერა, რომ მას ეს გრძნობა სჭირდება. მან დაასკვნა, რომ არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი.
ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ იმის გარკვევას რა გვინდა, ვინაიდან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ პარალელი გავავლოთ, შევადაროთ წინა ცხოვრებებს და ამ შედარებაზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნების საფუძველზე სრულვყოთ ჩვენი მიზნები.
ვერ მივხვდებით რომელი გადაწყვეტილებაა უკეთესი, იმიტომ რომ არ გაგვაჩნია შედარებისთვის აუცილებელი ბაზა. ამის გამო გვიწევს იმპროვიზაცია, სცენარის გარეშე დარჩენილი მსახიობებივით.
და რა ღირებლება შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლეს, თუკი პირველი რეპეტიცია სიცოცხლისთვის, თავად სიცოცხლეა? ამიტომაც ჰგავს ჩვენი ცხოვრება უბრალო ესკიზს. თუმცა არა, „ესკიზი“ არ არის ზუსტი სიტყვა, ვინაიდან ის გულისხმობს რაღაცის მონახაზს, ნახატის პირველსახეს, ხოლო ესკიზი, რომელსაც ჩვენი ცხოვრება წარმოადგენს, არაფრის ესკიზია, ესაა მონახაზი მთავარი ნახატის გარეშე.”
„ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია, რომელსაც შეუძლია მკითხველი ცხოვრების არსზე დააფიქროს და ბევრი ისეთი რამ მკაფიოდ დაანახოს, რაზეც მანამდე მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე უფიქრია.